ჩვენ ვართ გორის მერვე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები. ქართულში ვისწავლეთ ძალიან საინტერესო მოთხრობა ,,ჩემი სოფლის სამკითხველო'', რომელშიც დეტალურად არის აღწერილი თუ რა ხდებოდა სამკითხველოში და როგორი ბიბლიოთეკარი ემსახურებოდა ბავშვებს. იმდენად მოგვეწინა მოთხრობა, გადავწყვიტეთ, ჩვენც დაგვეთვალიერებინა სამკითხველო. ნანა მასწავლებელთან ერთად, კვლევის საფუძველზე შევიმუშავეთ პროექტი სახელწოდებით ,,წიგნი თუ კომპიუტერი?''. სასწრაფოდ დავიწყეთ წინასაპროექტო დავალებების მოფიქრება.ერთი სული გვაქვს როდის დავასრულებთ და პრეზენტაციისთვის უამრავ ადამიანს მივიწვწვთ.
ვისაც სურვილი გაქვთ,ნებისმიერი ქალაქიდან თუ სოფლიდან, გამოგვეხმაურეთ და შემდეგი პროექტი, რომელიც უკვე მიზნად დავისახეთ, ერთად განვახორციელოთ.
რამ გამოიწყვია საპროექტო იდეის დაბადება?
ეს არცთუ ისე რთული შეკითხვაა. უკვე რამდენიმე წელია, ისმის ავა იმის შესახებ წიგნი თუ კომპიუტერი. გაანადგურებს თუ არა კომპიუტერი წიგნს? ჩაანაცვლებს თუ არა კომპიუტერი წიგნებს? ვფიქრობთ, საკითხის ასეთი განხილვა არასწორია,ისე როგორც ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი, სასარგებლო და უსარგებლო მხარე, ამ მხრივ არც წიგნი და კომპიუტერია მხოლოდ ერთ ჭრილში დასანახი საგნები.ორივეს თავიანთი დანიშნულება და მნიშვნელობა აქვს, მათ ხელი სულაც არ უნდა შეუშალონ ერთმანეთს. ამ საყოველთაო პრობლების გადაჭრას ემსახურება ჩვენი პროექტი.
ამიანის განათლებისა და განვითარებისთვის, როგორც ანალიტიკური ისე ზეპირი აზროვნების ჩამოყალიბებოსთვის. ორივე ინფორმაციის მოძიების მთავარი საშუალებაა. წიგნისა და კომპიუტერის როლი უნდა გაემიჯნოს ერთმანეთს, ერთმა არ უნდა გამორიცხოს მეორე, რადგან მათ გარკვეულწილად განსხვავებული დატვირთვა აქვთ:
კომპიუტერი არის ინფორმაციის სწრაფად მიღების - მოძიების,დამუშავების, შენახვისა და გადაცემის საშუალება. იგი ადამიანის საქმიანობას ავტომატიზირებულს ხდის. ხოლო, რაც შეეხება წიგნს, ის "ფრთებს ასხამს ადამიანის ფანტაზიას..." არის მეტად სიღრმისეული და წარმოსახვითი. წიგნი სულის სიღრმეში ქმნის საკუთარ ნათელ, წარუშლელ სახეებს...
უარყოფითი:
როგორც წიგნის, ისე კომპიუტერის გამოყენება არ უნდა იყოს გადაჭარბებული. რადგან ასეთი ქმედება ადამიანის ჯანმრთელობისთვის იწვევს გარკვეულ ზიანს და შეიძლება ჩაითვალოს მავნე ჩვევად. კერძოდ, იგი ვლინდება: მხედველობის დაქვეითებაზე; კვების სისტემის დარღვევაზე; ადამიანები ხდებიან ნაკლებად კონტაქტურები; იზოლირებულები, იკეტებიან საკუთარ სამყაროში; არიან ნაკლებყურადღებიანები პირადი ჰიგიენის მიმართ; ინდიფერენტირებულები სხვა ნებისმიერი საქმიანობისადმი...
დასკვნა:
საბოლოოდ, წიგნისა და კომპიუტერის ზომიერი გამოყენება საჭირო და აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისთვის. რაც მთავარია, უნდა მოხდეს როგორც ერთის, ისე მეორის ღირებულებებისა და უარყოფითი მხარეების წინა პლანზე წამოწევა და გამიჯნვა. მათთან მუშაობისას საყურადღებო და მნიშვნელოვანია დროის დაბალანსება.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით წიგნიცა და კომპიუტერიც სარგებელს მოუტანს ადამიანს...